საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფინეთის დამარცხებით მესამე შეხვედრა მოიგო.
ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 91:85 დაამარცხეს. გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.