"დროას" წევრები, შადრევნის შეღებვის გამო, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

პოლიტიკური პარტია "დროას" წევრები, ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე, მთავრობის ადმინისტრაციასთან შადრევნის წითლად შეღებვის გამო, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხო გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ მერიავ" - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ "დროას" წევრებმა შადრევანი წითელი საღებავით "TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, პროტესტის ნიშნად შეღებეს.