რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ფუნქციონირების დაწყებას აანონსებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ფუნქციონირებას მალე დაიწყებს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

მედიაში გავრცელებული ბოლო ცნონებით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ გაზპრომმა უნდა გაყიდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაზსადენი ევროპის კონკურენციის სტანდარტების შესაბამისად. Frankfurter Allgemeine Zeitung-ი ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია: ევროკომისია მიიჩნევს, რომ გაზპრომმა უნდა გაყიდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“

შეგახსენებთ, რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა, რის გამოც რუსულმა გაზპრომმა შეიძლება ვერ გამოიყენოს გაზსადენის სიმძლავრის ნახევარზე მეტი.

ამის შესახებ გერმანიის სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. დიუსელდორფის უმაღლესმა რაიონულმა სასამართლომ უარყო Nord Stream AG- ის საჩივარი გერმანული მარეგულირებლის წინააღმდეგ და უარი თქვა ევროკავშირის დებულებიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2-თან დაკავშირებული რეგულაციის ამოღებაზე.

რუსული გიგანტის Gazprom- ის შვილობილი კომპანია, შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream AG-ი ცდილობდა, გაეპროტესტებინა გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რათა ევროკავშირის ე.წ. საგაზო დირექტივის მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებულიყო. Nord Stream 2 AG-ი ახლა დამოუკიდებელ ოპერატორად რეგისტრაციას ითოვს.

„თუმცა ევროკომისია, რომელიც დაჟინებით მოითხოვს ენერგეტიკული კანონმდებლობის უშუალო დაცვას, მიიჩნევს, რომ გაზპრომს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა მილსადენის გაყიდვისა“, - აცხადებენ გერმანული მედიის წყაროები.

დამოუკიდებელ კომპანიად რეგისტრირება გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობას მოითხოვს, რომელმაც უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა პროექტი საფრთხეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. პრობლემები შეიძლება დაიწყოს, თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, ეკონომიკური და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პორტფელს „მწვანები“ ჩიბარებენ, რომლებიც მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რუსულ მილსადენს.

Forsa-ს უახლესი გამოკითხვის თანახმად, მწვანეებს აქვთ 19%-იანი მხარდაჭერა, ხოლო კანცლერ ანგელა მერკელის მმართველ CDU/CSU ბლოკს - 22%, ის ჩამორჩება გერმანიის სოციალ - დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც 23% პირველად აქვს 15 წლის განმავლობაში.

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ცნობისთვის, სპეციალური საგაზო დირექტივები, რომელიც ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო, გაზსადენის მფლობელ კომპანიას ავალდებულებს, განაცალკევოს გაზის მომწოდებელი კომპანია და ტრანსპორტირების ოპერატორი, ასევე გაზსადენის სიმძლავრეებზე უზრუნველყოს მესამე მხარის წვდომა და ტრანსპარენტული და დისკრიმინაციული მიდგომისგან თავისუფალი ტარიფები. ამ დირექტივების შესასრულებლად გაზპრომმა გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ 50% უნდა გამოიყენოს, დანარჩენი სიმძლავრეები მესამე მხარეს უნდა გადასცეს. ახლა კი გაზის მიმწოდებელ Nord Stream AG-ს მოუწევს, იყოს გაზსადენის დამოუკიდებელი გამტარი.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული „გაზპრომის“, გერმანული Uniper-ისა და Wintershall Dea-ს, ასევე ანგლო-ჰოლანდიური Shell-ის, ავსტრიული OMV- ისა და საფრანგეთში მდებარე Engie-ის ერთობლივი პროექტია.