"სკოლები ცენტრალურ როლს თამაშობს ბავშვის განვითარების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის საკითხში", - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის ასპექტი, რომელიც ბავშვისთვის აუცილებელია - სწავლა, დაცვა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და სხვა. პანდემიის პირობებში სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო - რაც დაიხურება", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.