ფლორიდაში ექიმმა არავაქცინირებული პაციენტების მიღებაზე უარი თქვა

ფლორიდაში, პირველადი ჯანდაცვის ექიმმა პაციენტებს წერილი გაუგზავნა, რომლითაც აცნობა მათ, რომ არავაქცინირებულებს აღარ მიიღებს.

ლინდა მარრაჩინმა პაციენტებს განუმარტა, რომ რადგანაც Pfizer ვაქცინა დამტკიცებულია სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ, არავაქცინირებულ პირებს აღარ ექნებათ უფლება, პირადად ჩანიშნონ მასთან ვიზიტი ვაქცინაციის გარეშე.

ექიმმა Newsweek-ს განუცხადა, რომ მის გადაწყვეტილებას ძირითადად დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა, თუმცა ზოგიერთმა ინტერნეტ სივრცეში, ექიმი ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაში დაადანაშაულა.

თუმცა, მარაჩინის თქმით, ეს ფიცი ასევე ხაზს უსვამს დაავადების პრევენციას და მას ჰყავს იმუნიტეტ დაქვეითებული ან ქიმიოთერაპიის ქვეშ მყოფი პაციენტებიც, შესაბამისად, ისინი უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან და ამიტომ არავაქცინირებულებთან კონტაქტის შეზღუდვა მათ ზიანისგან დაიცავს.

მარაჩინი არ არის პირველი ექიმი, რომელმაც უარი თქვა არავაქცინირებული პაციენტების მკურნალობაზე. აგვისტოში, ალაბამის ექიმმა ჯეისონ ვალენტინმა განაცხადა, რომ არ მიიღებს არავაქცინირებულ პაციენტებს.

ცნობისთვის, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტიმ მაისში ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც უკრძალავს ბიზნესს, მთავრობას ან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის სტატუსის დამტკიცება.