ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოკუპანტების მიერ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოკუპანტების მიერ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, აშშ-ის მოქალაქე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა, ჯავის რაიონის მაღალმთიან სოფელ ერმანთან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.