გერმანიის საგარეო უწყება რუსეთს გერმანიის პარლამენტზე კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია განახლებულ კიბერშეტევაზე, რომელიც გერმანიის პარლამენტზე მიიტანეს.

"გერმანიის მთავრობას სანდო ინფორმაცია აქვს, რომლის მიხედვითაც, Ghostwriter-ის საქმიანობა შეიძლება მიეკუთვნებოდეს რუსეთის სახელმწიფოს კიბერაქტორებს ან რუსეთის სამხედრო დაზვერვას", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ასეთი საქციელი საფრთხეს წარმოადგენს და მიუღებელია გერმანიისთვის.

"ფედერალური მთავრობა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს საქმიანობა", - განაცხადა სპიკერმა.