ისრაელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან 6 პალესტინელი გაიქცა

ჩრდილოეთ ისრაელის გილბოას მკაცრი რეჟიმის ციხიდან 6 პალესტინელი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, პატიმრებმა გვირაბი გათხარეს და ისე მოახერხეს ციხიდან გაქცევა.

მედიის ცნობით, პოლიციელები გილბოას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ბეით შეანის ჩრდილო -დასავლეთით, გალილეს ზღვასთან ახლოს, გაქცეულებს ვერტმფრენების დახმარებით ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 6 გაქცეულიდან ოთხს, ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმების გამო, სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ერთ-ერთი გაქცეული პატიმარი პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფების "ფათაჰის" ერთ-ერთი მეთაურია. ზაქარია ზუბეიდი - ციხეში იმყოფებოდა ორი ათეული დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის მცდელობისთვის.

ექვსივე მათგანი უაღრესად საშიშ დამნაშავედ ითვლებოდა.

ისრაელის პოლიციის ჩრდილოეთ ოლქის მეთაურმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.