ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა Sinovac-ის ვაქცინის 6 წელს გადაცილებულ ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა, რაც საშუალებას მისცემს უფრო მეტ ადამიანს ჩაერთოს სწრაფი ინოკულაციის კამპანიაში.
სამხრეთ ამერიკის ქვეყანამ უკვე დაამტკიცა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 12 წელს ზემოთ ბავშვებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის მაისის შემდეგ Pfizer-ის ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა 654 053-მა ბავშვმა გაიკეთა.
"ეს შესანიშნავი ამბავია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც წინა ვაქცინაციის გეგმა არ მოიცავდა", -თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ენრიკე პარიზმა.