პირველად მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "თალიბები" მოვიდნენ, ავღანეთის მასშტაბით, სტუდენტებმა უნივერსიტეტებში სიარული დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზოგიერთ უნივერსიტეტში ქალი და კაცი სტუდენტების განყოფილებები ერთმანეთისგან ფარდებითა და დაფებით არის გაყოფილი.
როგორც Reuters-ი წერს, იმას, რაც ხდება ავღანეთის მასშტაბით უნივერსიტეტებსა და სკოლებში, ყურადღებით აკვირდება უცხოეთის ქვეყნები, რომელთაც სურთ, ისლამისტურმა სამხედრო მოძრაობამ პატივი სცეს ქალთა უფლებებს.
ბოლოს, 1996-2001 წლებში, როდესაც "თალიბანი" მართავდა ქვეყანას, დაჯგუფებამ გოგოებს აუკრძალა სკოლაში სიარული, ქალებს კი უნივერსიტეტებსა და სამსახურში.