ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმები განახორციელეს,- ამის შესახებ ინფორმაციას, თავდაცვის ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით, Time of Israel-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიში განხორციელდა ჰამასის ანკლავიდან საჰაერო ფეთქებადი ბუშტების გაშვების საპასუხოდ, რის შედეგადაც ანკლავთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე ხანძრის სამი კერა გაჩნდა.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიადარტყმები განხორციელდა ხან იუნისში, რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" რაკეტების საწარმოსა და საწვრთნელ ბანაკზე.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.