ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

უწყების ცნობით, სპეცოპერაციის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.

უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები. ამ ეტაპზე შსს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.