იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობისას სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. 2 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
ძლიერი ქარი და წვიმა კუნძულზე 27 ნოემბერს დაიწყო. სტიქიამ სატელეფონო ხაზები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. 2013 წელს სარდინიაზე ციკლონისგან გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა.