საქართველოში კორონავირუსი 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 965 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი, 50 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 567 922 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 523 669, გარდაიცვალა 7 917 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25 624, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 740, PCR ტესტით - 6 884.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,67%, ბოლო 14 დღის - 8,77%, ბოლო 7 დღის - 7,63%.