ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია არა მასობრივი, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია, რომ ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობა შემცირდეს

"მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს საქართველოში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მაგალითზე უკვე მოხდა დაკვირვება და გამოიკვეთა ის ასაკობრივი პირამიდა, თუ რომელი ჯგუფი ინფიცირდება უფრო მეტად.

"გამოვლინდა, რომ უფრო მეტად ინფიცირდებიან 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ასე რომ, მნიშვნელოვანია არა მასობრივი ვაქცინაცია, არამედ მიზნობრივი ვაქცინაცია იმისათვის, რომ მოხდეს როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე ლეტალობის შემცირება", - განაცხადა ტიკარაძემ.