უკრაინამ აშშ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა

უკრაინამ შეერთებულ შტატებს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა შესთავაზა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმად მიტრო კულებამ განაცხადა. ინფორმაციას Deutshe Welle ავრცელებს.

მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს დამატებითი რესურსების მოზიდვას, რაც კიევის თავდაცვას მოხმარდება.

"ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელებს. ეს არის თავისუფალი სავაჭრო ზონა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის, რადგან ჩვენ გვინდა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერება", - აღნიშნა კულებამ.

მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი შესაძლებელს გახდის საჭირო ფინანსური რეზერვების მოზიდვას.

"ომს სჭირდება ფული და საჭიროა ამ ფულის გამომუშავება", -განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.