სვანეთში, მწვერვალ უშბაზე დაკარგულ უცხოელ ტურისტებს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
Europetime-ის ინფორმაციით, დაკარგულია ორი ადამიანი. ძებნის პროცესში ჩართულია ვერტმფრენი. უამინდობის გამო, მწვერვალზე სამძებრო ღონისძიებები გართულებულია.