აშშ-ს პირველი ლედი მემუარებზე მუშაობას აპირებს. ამ მიზნით ის უკვე მართავს შეხვედრებს. იტყობინება Independent-ი.
წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. მედია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მელანია ტრამპს საკუთარ შემოსავალს მოუტანს.
აშშ-ის ყოფილი ლედის, მიშელ ობამას მემუარები (A Promised Land) 17 ნოემბერს გამოიცა და გაყიდვების რეკორდს ხსნის.
დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლს 20 იანვარს დატოვებენ.