აზერბაიჯანი 16-18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებს

აზერბაიჯანი 16-18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 16-18 წლის მოქალაქეებს (გამონაკლისის გარდა) Pfizer-ის ვაქცინით აცრიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციას ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ იმ პირებს შესთავაზებენ, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ან საზღვარგარეთ სწავლობენ.

16-18 წლის მოზარდების ვაქცინაციითვის საჭიროა ორივე მშობლის, ან ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა, სადაც მითითებული იქნება ვაქცინაციის მიზეზი.