საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება

"ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებულებისთვის.

"ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარს შეადგენს. ლატარია, ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე გათამაშდება. ყოველდღიური გათამაშების გარდა, იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. ცხადია იქნება სხვადასხვა ფონდი, 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვიერულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენებოს ჯილდო. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლო იქნება და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.