ქაბულში საპროტესტო აქციაზე სროლის ხმა ისმის

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სროლის ხმა ისმის. BBC-ის ცნობით, გასროლა „თალიბანმა“ პროტესტის მონაწილეთა დასაშლელად განახორციელა.

შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ სროლის ფონზე, ადამიანები ადგილიდან უსაფრთხოდ გასვლას ცდილობენ.

BBC-ის ცნობით, ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით და დაგმო „თალიბანის მმართველობა.

ბრიტანული მედია იტყობინება, რომ „თალიბანის“ მებრძოლები ჰაერში ისვრიან.