ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა აქტიურობა გამოიჩინონ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დროულად აიცრან. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი.
"მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. მასწავლებლებთან ერთად, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია, გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.