დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დასაშვებია იყოს კორონავირუსის გავრცელების მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ოქტომბერში ჩატარდება მილიონი აცრა, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას.
"დასაშვებია იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც, ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა. მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი და კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი. მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე - ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და ავიყვანოთ ტარების 95%-ზე. ამ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას. მთავარია იყოს კუმულაციური იმუნიტეტი ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ და ვატაროთ პირბადე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.