სინგაპურში დაიბადა ბავშვი, რომელსაც უკვე ჰქონდა გამომუშავებული COVID-19–ის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ბავშვის დედა ახალი კორონავირუსით მარტში დაინფიცირდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ჩემი ექიმი ეჭვობს, რომ ბავშვს COVID-19-ის ანტისხეულები გადავეცი ორსულობის პერიოდში“, - განუცხადა სელინ ჩანმა, გაზეთ Straits Times-ს.
ვარაუდობენ, რომ ქალს ვირუსი მსუბუქ ფორმებში ჰქონდა, რის გამოც ის ორი კვირის შემდეგ გაწერეს.
ნიუ-იორკის და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრების თანახმად, დედიდან შვილზე ვირუსის გადაცემა იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ამის შანსი მაინც არსებობს.