ბარაკ ობამას მემუარების 1.7 მილიონი ეგზემპლარი უკვე გაიყიდა

ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ახალი წიგნის გაყიდვებით გამომცემლის რეკორდი მოხსნა, წერს Uniland-ი.

მხოლოდ პირველ დღეს, A Promise Land- ის 887,000 ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-სა და კანადაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში „A Promised Land” (აღთქმული მიწა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხო. მან თავის წიგნში გაიხსენა რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან საუბარი.

ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის დაესაჯა, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო.