ავსტრიაში, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისათვის პანდემია დასრულდა. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მიუხედავად ამისა, კანცლერმა განმარტა, რომ პანდემიის დასასრული არ ნიშნავს კორონავირუსის გაუჩინარებას, რომელიც სავარაუდოდ მოსახლეობაში წლების განმავლობაში დარჩება.
კურცი ვაქცინირებულ თანამემამულეებს დაჰპირდა, რომ მათთვის არ იქნება ახალი "ლოკდაუნი". ამავდროულად, კანცლერმა აღიარა, რომ ისინი, ვინც არ ირჩევენ ვაქცინაციას, მზად უნდა იყვნენ ყოველდღიური შეზღუდვებისთვის.
როგორც Euronews-ი წერს, ავსტრიის კანცლერი ეწინააღმდეგება სავალდებულო ვაქცინაციას.