გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ში აპლიკაციის მომხმარებლები საშუალოდ უფრო მეტ დროს ხარჯავენ TikTok-ზე, ვიდრე YouTube-ზე, ნათქვამია აპლიკაციების მონიტორინგის ფირმის App Annie-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიუხედავად ამისა, App Annie-ის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ TikToK-ს უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე YouTube-ს. YouTube ინარჩუნებს პირველ ადგილს დახარჯული დროის საერთო რაოდენობის მიხედვით, რადგანაც მას ბევრი სხვა მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. Google-ის კუთვნილ ვიდეო გიგანტს ყოველთვიურად 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო TikTok-ს - 700 მილიონი.
App Annie-ის ანგარიშის მიხედვით, TikTok-მა YouTube-ს დიდ ბრიტანეთში 2020 წლის ივნისში გაასწრო და მას შემდეგ შეინარჩუნა ლიდერობა. ხოლო აშშ-ში, გასული წლის ბოლოს, აპლიკაციებმა ბევრჯერ გაცვალეს ლიდერის ადგილი, სანამ TikTok-ი არ გახდა ლიდერი და ეს მოხდა 2021 წლის აპრილში.