ინდონეზიაში, ბანტენის პროვინციის გადატვირთულ ციხეში გაჩენილ ხანძარს 41 პატიმარი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
პოლიციის განცხადებით, ხანძარი შესაძლოა, ელექტრო გაუმართაობით იყოს გამოწვეული.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის ორგანოებთან ერთად, რათა დავადგინოთ ხანძრის გამომწვევი მიზეზები და რა თქმა უნდა, ჩამოვაყალიბოთ პრევენციის სტრატეგიები, რათა მსგავსი კატასტროფები აღარ განმეორდეს", - ნათქვამია მთავრობის მინისტრის განცხადებაში.
მინისტრის თქმით, დაღუპულთაგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, ერთი სამხრეთ აფრიკიდან, მეორე კი პორტუგალიიდან იყო.