საქართველოში კორონავირუსი 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 571 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი, 60 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 570 493 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 527 337, გარდაიცვალა 7 977 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 236 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 7 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.69% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.

ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან 918 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 224, იმერეთი - 414, ქვემო ქართლი - 195, შიდა ქართლი - 172, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 204, კახეთი - 242, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 35 153, 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 808, აჭარაში - 732, იმერეთში - 1 077.

მძიმე პაციენტი: 1 512, მათ შორის, თბილისში - 654, აჭარაში - 152, იმერეთში - 350.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 380, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29.

2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032 - თბილისში, 631 - აჭარაში. 2 661 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 86 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 134 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 159 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 4 045, იმერეთში - 3 218.