შაბათს, საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს Sinopharm-ზე როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია", - განაცხადა ტიკარაძემ.