ჰოსპიტალში 60 წელს გადაციელებულების 67% ხვდება, საიდანაც ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი და 15%-ს აღემატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. მისივე თქმით, ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 70 და 80 წლის ზემოთ მოქალაქეებში.
"ჩვენ ფინანსთა სამინისტროს წარვუდგინეთ ანალიზი იმის შესახებ, რომ ამ მოქალაქეების წახალისებით და მეტად უფრო ინტენსიური ვაქცინაცით, ჩვენ შეგვიძლია ჰოსპიტალში დაწოლის რისკების მოხსნა დაახლოებით 50%-ით, რაც ასევე მოგვცემს ფინანსურ და ფისკალურ ეფექტს ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებისას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა და სურვლი არის, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ყველა იმ ბერკეტის გამოყენება, გარდა (ვაქცინაციის) სავალდებულოობისა, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მეტ აქტიურობას გამოიწვევს ვაქცინაციათან მიმართებით", - განაცხადა ტიკარაძემ .