ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია დღეს ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შრომის ინსპექცია ასევე შეისწავლის 111 კლინიკის შემთხვევას, თუ როგორ უნდა იყოს ანაზღაურების საკითხი დარეგულირებული.
"ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია სწავლობს დღეს კონკრეტულად ორი კლინიკის შემთხვევას, საიდანაც არის განცხადება შემოსული. დამატებით 111 კლინიკის შემთხვევებსაც შრომის ინსპექცია შეისწავლის, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, თუ როგორი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სრულად იყოს დაცული, როგორც ანაზღაურების კომპონენტი, ასევე დამატებით იმ დანამატის ჭრილი, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს კლინიკებს. დარწმუნებული ვარ, მოხდება უკანა რიცხვით იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც დღეს მიყენებულია სამედიცინო პერსონალის მიმართ",-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ კონკრეტული კლინიკის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ის კლინიკები არიან, რომლებიც კორონავირუსის მართვაში არიან ჩართული.
"ეს, რა თქმა უნდა, დაბალი ზღვარია და თითქმის დანაშაულს უტოლდება",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამავე თემაზე: