მედია: რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი სწავლების დროს დაიღუპა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ევგენი ზინიჩევი ნორილსკში სწავლების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ზინიჩევი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას დაიღუპა.

მინისტრი ნორილსკში არქტიკულ ზონაში ფართომასშტაბურ უწყებათაშორის წვრთნებზე იმყოფებოდა.

ევგენი ზინიჩევი 2006-დან 2015 წლამდე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი დაცვის წევრი იყო.