აუცრელებისთვის გამოვაცხადე, ერთ კვირაში მიდიხართ შვებულებაში და როდესაც დაბრუნდებით, ყველა უნდა იყოთ აცრილი, - ამის შესახებ უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ განაცხადა.
როგორც მთავარეპისკოპოსი აცხადებს, თუ მას კორონავირუსი გადაედება, გარდაიცვლება, ეს კი კვიპროსის ეკლესიას დააზარალებს.
"დღეს მე გამოვაცხადე სამთავარეპისკოპოში აუცრელებისთვის, ერთ კვირაში მიდიხართ შვებულებაში და როდესაც დაბრუნდებით, ყველა უნდა იყოს აცრილი. ვინც არ არის აცრილი, არ უნდა დაბრუნდეს სამსახურში.
მე მათ გავათავისუფლებ და ამას არავისთან განვიხილავ! ისინი ან აცრილები მოვლენ ან დაექვემდებარებიან სამთავარეპისკოპოსოდან გარიცხვას. მე ვარ საკმაოდ მოხუცი და რომ დამემართოს ეს დავადება, ვერ გადავიტან, ახლა კი ეკლესიას ძალიან ვჭირდები და ჩემი გარდაცვალების დრო არაა...(უფრო სწორად მზად არ ვარ, (იცინის).
არც ის მსურს ბრიყვი და უმადლო სასულიერო პირების მიერ მოწამლული ტვინებით დაკომპლექტებული თანამშრომლები მესხდენ გვერდით, ეს რომ არ დაგვემატოსმ ჩვენი პრობლემებიც გვეყოფა", - განაცხადა ქრიზოსტომოს მეორემ.
წყარო: მსოფლიო საელესიო სიახლენი.