ჩრდილოეთ მაკედონიაში, კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ ტეტოვოს კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

საავადმყოფოში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. დაშავებული სამედიცინო პერსონალი და პაციენტები დედაქალაქ სკოპიეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრის ზორან ზაევის განცხადებით, ხანძარს წინ უსწრებდა აფეთქება, მაგრამ მიზეზი ჯერ კიდევ გამოუძიებელია.

"მე ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახებსა და ახლობლებს და ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - განაცხადა ზაევმა.

როგორც Euronews-ი წერს, მაკედონიაში, სრულადვაქცინირებულია მოსახლეობის 30% -ზე ნაკლები.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწორედ ქალაქ ტეტოვოში იყო ყველაზე მეტი ჰოსპიტალიზებული და გარდაცვლილი.

ამასთანავე, ქალაქის მაცხოვრებლების მხოლოდ 19% იყო აცრილი ივლისში, რის საფუძველზეც ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აგვისტოში ამან გამოიწვია დიდი ზეწოლა საავადმყოფოებზე.