ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 455 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი, 58 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 572 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 531 764, გარდაიცვალა 8 035 ინფიცირებული.