საქართველო პორტუგალიაში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე TAP Air Portugal-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველოს პორტუგალიასთან პირდაპირი ავიარეისების დაწყება სურს. მოლაპარაკებები პორტუგალიის ეროვნულ ავიაკომპანია TAP Air Portugal-სთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ცნობლია, მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal პრეზიდენტს შეხვდა.

"დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე.

საქართველოს ავიაციის სექტორის შტამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი - პოზიტიურ მოლოდინების გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე", - წერს მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე.