თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს ეწვევა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვევა.

ვიზიტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.