ანა დოლიძე შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე დღეს შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება 30 აგვისტოს მის სოციალურ ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევას.

ანა დოლიძის თქმით, ის უნდობლობას უცხადებს გენერალურ პროკურატურას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

"30 აგვისტოს იყო ჩემი სოციალური ქსელის გატეხვის მცდელობა. იყო არაერთი მცდელობა, მთელი დღის განმავლობაში. ამაზე შევიტანე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს დამიბარეს გამოკითხვაზე. უნდობლობას ვუცხადებ შსს-ს, როგორც წინა ოთხ შემთხვევაზე, ამ შეთხვევაზეც ტყუილად მოვალ. უნდა გადავცე ჩემი პირადი ნივთები და ტელეფონი და შედეგი იქნება ნულოვანი", - აცხადებს ანა დოლიძე.