მედია: ბრიუსელში, რესტორნებსა და ბარებში შესასვლელად კოვიდპასპორტი იქნება საჭირო

ბრიუსელში რესტორნებში, ბარებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდპასპორტი იქნება საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს

ამჯამად ბელგიის დედაქალაქში რესტორანში შესვლის მსურველებისთვის ერთადერთი ძირითადი ვალდებულება ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვაა.

როგორც Euronews-ი წერს, იმის გამო, რომ ბელგიის დედაქალაქში ვაქცინაციის მაჩვენებლები დანარჩენი ქვეყანების მაჩვენებელს 52% -ით ჩამორჩება (ორმაგი დოზით აცრილების რაოდენობა), მთავრობა განიხილავს საშვების დაწესებას.

აღნიშნული დაწყვეტილების გამო, ბრიუსელში სარესტორნო სექტორი შეშფოთებულია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნებში, ბარებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდპასპორტის წარდგენა პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო.

ამასთანავე, გარდა რესტორნებისა და ბარებისა, კოვიდპასპორტის წარდება საჭირო იქნება სხვა საჯარო დაწესებულებებში შესასვლელადაც.