მედია: უზბეკეთი ავღანეთის ახალ მთავრობას მიესალმება

უზბეკეთი ავღანეთის დროებით მთავრობას მიესალმება, - ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Anadolu ავრცელებს.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყანაში ყოვლისმომცველი ეროვნული შეთანხმების, მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც გამოცემა წერს, სამინისტრომ გამოხატა მზადყოფნა განავითაროს "კონსტრუქციული დიალოგი" და "პრაქტიკული თანამშრომლობა" ახალ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდა თალიბანის მიერ.

ამავე თემაზე:

„თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა