ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში  შეიარაღებული პირი შეიჭრა

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

"პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს" , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.