ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული

Europetime-მა თვითმმართველობის არჩევნებზე მივლენილ საერთაშორისო დამკვირვებელთა სია შეკრიბა. 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული. საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა ეუთომ, ადგილობრივ არჩევნებს ასევე შეაფასებენ NDI-ის და IRI-ის საერთაშორისო მისიები. დამკვირვებლების გამოგზავნას გეგმავს ევროპარლამენტიც. ამ თემაზე Europetime-თან ინტერვიუებში ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და ვიოლა ფონ კრამონმა ისაუბრეს.

საქართველოს ადგილობრივ არჩევნებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც დააკვირდება. ლიდია ერმოშინა იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს შორისაა, რომლებიც საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს შეაფასებენ. ლიდია ერმოშინა ბელარისის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 1992 წლიდან, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას 1996 წლიდან ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო დამკვირვებლების სრული სია ამ დროისთვის ასეთია:

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი"(IFES)

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში"

„თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო"

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი"(IRI)

„იტალიის საელჩო თბილისში"

მოლდოვის რესპუბლიკის ცენტრალურისაარჩევნო კომისია"

ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალურისაარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია" (კომისიის თავმჯდომარე ლ. ერმოშინა)

„უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი"

„ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია"

ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფოსაარჩევნო კომისია"

„საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი" (ICPS)

„უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“

„უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია"

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურისაარჩევნო კომისია"

საერთაშორისო საქმეთა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI)

„ლიეტუვას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“

„რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია"

„საერთაშორისო დემოკრატია“

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების დაადამიანის უფლებების ოფისი” (OSCE/ODIHR)

„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO)

„მალდივის საარჩევნო კომისია“

„ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია“

„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“

„იაპონიის საელჩო საქართველოში“

შეგახსენებთ, ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

ამავე თემაზე

ექსკლუზივი: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის