NDI-ს 6 მთავარი რეკომენდაცია არჩევნებამდე 3 კვირით ადრე

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, NDI-მ რეკომენდაციები წარმოადგინა, რომლებსაც, ორგანიზაციის შეფასებით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებას. რეკომენდაციების ჩამონათვალს Europetime გთავაზობთ.

1. ყველა ჩართულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უფლებას, რომ თავიანთი საზედამხედველო საქმიანობა თავისუფალ დაუსაფრთხო გარემოში განახორციელონ. ასევე დაცული უნდა იყოს იმ პირების უფლებები, რომლებიც კამპანიისა და ხმის მიცემის პროცესებში არიან ჩართულნი. მთავრობამ ამუფლებების დასაცავად სამართალდამცავი ორგანოების სათანადო მომზადება და აღჭურვაუნდა უზრუნველყოს.

2. ხელისუფლებამ ძალადობის, დაშინების და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დამნაშავეები სპასუხისგებაში დროული მიცემა უზრუნველყოს.

3. საარჩევნო ადმინისტრაციამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიოს, რათა მიღებული საჩივრები სწრაფად, გამჭვირვალედ და სათანადოდ განიხილოს, საჭიროების შემთხვევაში კიშესაბამისი დამატებითი ნაბიჯები გადადგას.

4. ყველა პარტიის მხარდამჭერმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ძალადობისა დადაშინებისგან. პოლიტიკურმა პარტიებმა დროულად უნდა შემოიღონ და გამოიყენონ შიდა სანქციები მათთვის, ვინც ამ პრინციპებს დაარღვევს.

5. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ საკითხებზე დაფუძნებული, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული კამპანიები და გამოიყენონ მაუწყებლების მიერ შეთავაზებული ყველა შესაძლებლობა, რათა ჩაერთონ დებატებში და საზოგადოებას თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგი წარუდგინონ.

6. არჩევნებამდე, არჩევნების განმავლობაში და შემდეგ, ყველა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და კონსტრუქციული დიალოგის გზით რეფორმების გატარებას შეუწყოს ხელი, რაც 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით იქნება განპირობებული. ასეთმა კურსმა, შესაძლოა, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მოახლოებული არჩევნები ნამდვილი პოლიტიკური რეფორმების საწყისი იქნება.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შეფასებით, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში სანიმუშო ადგილს იკავებდა, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გატარებული დემოკრატიული რეფორმები ამყარებდა. ბოლოდროინდელი საარჩევნო რეფორმების შედეგად მიღებული სამართლებრივი ჩარჩო პროპორციულ წარმომადგენლობაზე და კონსენსუსზე ორიენტირებულ სისტემას უწყობს ხელს.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში საკვანძო და აქტიურ როლს თამაშობენ, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე მიუკერძოებელ დაკვირვებას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ NDI-ის 2021 წლის თებერვლის საზოგადოების აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური ლიდერების თანამშრომლობისა და დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელების იმედი აქვს.

საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. გახანგრძლივებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ მიმართულმა შეტევებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია დადემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების მიმართ კითხვები გააჩინა.

NDI-ის 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს. 19 აპრილის შეთანხმების დარღვევამ, რასაც მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა უზრუნველეყო, კიდევ უფრო გაამყარა ეს განწყობა. წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ“, - მიიჩნევს NDI.

ამავე თემაზე:

მადლენ ოლბრაიტი: ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული

ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული