სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ ანაჰიტ ავანესიანის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს, რომლებიც უარს იტყვიან Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, თვეში ორჯერ მოუწევთ კორონავირუსის ტესტების ჩაბარება საკუთარი ხარჯებით. ისინი კი, ვინც PCR ტესტის უარყოფით პასუხს არ წარადგენენ, შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ.
სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ყოველდღიურად გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვის სტაბილური ზრდით.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მხოლოდ სრულად აცრილებს ან მათ, ვინც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, შეუძლიათ, რომ სამსახურში ნეგატიური ტესტის პასუხის გარეშე წავიდეს. გამონაკლისი მოქმედებს მხოლოდ ორსულებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ უკუჩვენებები ვაქცინაციაზე.
ახალი რეგულაცია შეეხებათ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტია სრულად აცრილი.