აშშ-ში კომპანიებს, რომლებსაც ასზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, პერსონალის ვაქცინაციის უზრუნველყოფა დაევალებათ

კომპანიებს, რომლებსაც ასზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, პერსონალის ვაქცინაციის უზრუნველყოფა დაევალებათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Twitter-ზე დაწერა.

"შრომის დეპარტამენტს ვავალებ, ყველა დამსაქმებელს, რომელსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, პერსონალის სრული ვაქცინაციის უზრუნველყოფა ან სულ მცირე, კვირაში ერთხელ თანამშრომლებისგან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოსთხოვოს", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ბაიდენის თქმით, ზოგიერთმა უმსხვილესმა კომპანიამ უკვე მოითხოვა ეს: United, Disney, Tyson და Fox News.