ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"ორ ლიდერს ჰქონდა ფართო, სტრატეგიული დისკუსია. განიხილეს ის სფეროები, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა და ის სფეროებიც, სადაც ჩვენი ინტერესები, ღირებულებები და პერსპექტივები განსხვავდება. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩაერთვებიან ორივე საკითხის განხილვაში ღიად და პირდაპირ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მათივე თქმით, ეს დისკუსია, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განმარტა, იყო შეერთებული შტატების მიმდინარე ძალისხმევის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებლობით მართავდა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კონკურენციას.

მათივე განმარტებით, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა პასუხისმგებლობის გამოჩენა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის კონკურენცია კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ინდო-წყნარ ოკეანეში და მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისადმი შეერთებული შტატების მუდმივ ინტერესს. ორმა ლიდერმა განიხილა ორივე ქვეყნის პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონკურენცია არ გადავიდეს კონფლიქტში", - აცხადებენ თეთრ სახლში.