საქართველოში კორონავირუსი 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 262 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 795 პაციენტი, 54 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 575 210 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 534 559, გარდაიცვალა 8 089 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 178 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.42%.

ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 827, აჭარა - 211, იმერეთი - 335, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 139, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 216, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536, საიდანაც: 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 674, აჭარაში - 699, იმერეთში - 1 106.

მძიმე პაციენტი: 1 501, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 167, იმერეთში - 357.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 365, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.

1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 004 - თბილისში, 537 - აჭარაში.

24 291 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 6.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 141 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 759, იმერეთში - 3 304.