ბათუმში, კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა.- ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობი, პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

"ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.