ათონის წმიდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი კოვიდვაქცინით აიცრა

ათონის წმიდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის თქმით, მიმდინარე თვის ბოლომდე ვატოპედის მონასტრის ყველა წევრი აიცრება.

როგორც ცნობილია, 65 წლის სასულიერო პირი კორონავირუსის გართულების გამო თვენახევრის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.

"სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კომიდან გამოვედი და ველოდებოდი ექიმების ნებართვას, როგორც კი მომცეს უფლება გამეკეთებინა ვაქცინა მაშინვე ავიცერი, დიახ, ორი დღის წინ გავიკეთე ვაქცინის პირველი დოზა", - აცხადებს სასულიერო პირი.